,,ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია

,,ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია. მიუხედავად იმისა რომ პარტია მედიასთან არ აჟღერებს კანდიდატის ვინაობას ,,თაიმერმა” ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა. საინდო წყაროს ინფორმაციით პარტია ზუგდიდში ლევან კონჯარიას მერობისთვის იბრძოლებს. მისი წარდგენა ამომრჩევლისთვის დღეს ანაკლიაში 19 საათზე გაიმართება.  მერობის კანდიდატის წარდგენაზე იგეგმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ,,სკაიპით” ჩართვა.

რაც შეეხება ლევან კონჯარიას ის ნაციონალური მოძრაობის სახელით  ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი  დეპუტატია.

banner
წინა სტატიაში”ევროპული საქართველოს” რუსთავის მერობის კანდიდატი მარისხევის მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს