საქართველოს ენერგოსისტემა ზამთრისთვის მზადაა

საქართველოს ენერგოსისტემა ზამთრისთვის მზადაა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატ ავრცელებს:

“სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით 2014 წლიდან, ყოველწლიურად, მზადდება საქართველოს ენერგო მომარაგების ობიექტების ზამთრის პერიოდისათვის მზაობის ანგარიში.

ენერგო ობიექტების 2016-2017 წლების ზამთრის პერიოდისთვის მზაობის ანგარიშის შემუშავებისთვის საბჭოს აპარატში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ენერგეტიკის სამინისტროს, ელ-ენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორების სტრუქტურული ერთეულების და მსხვილი ენერგო ოპერატორების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყნის მასშტაბით ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები, განვლილი წლის განმავლობაში მომხდარი ავარიების ლიკვიდაციისა და გამოვლენილ მოწყვლად უბნებზე მოსალოდნელი შემთხვევების პრევენციის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვით და ენერგო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით დადგინდა, რომ საქართველოს ელექტრო ენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, მომზადებულია ზამთრის პერიოდში, მომხმარებლების ელ-ენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის.

ამასთანვე, კომპანიებს აქვთ მობილიზებული საჭირო ტექნიკა, სათადარიგო მარაგ-ნაწილები და ადამიანური რესურსები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის შესაძლო გართულება რაც ზამთრის პერიოდს ახლავს თან.”ნათქვამია აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.63 ლარს აღწევს
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე ვარშავაში ევროპის ლიბერალური პარტიების კონგრესში მონაწილეობს