თამარ კეკენაძე ვარშავაში ევროპის ლიბერალური პარტიების კონგრესში მონაწილეობს

“თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე ვარშავაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროპის ლიბერალური პარტიების კონგრესში (ALDE Congres 2016). კონგრესის ფარგლებში თამარ კეკენაძე გამართავს შეხვედრებს ალდეს პრეზიდენტ ჰანს ვან ბაალენთან და ასევე ევროპის ლიბერალური პარტიების წარმომადგენელთან. შეხვედრების მთავარი თემა არის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო გეგმები და ალდესთან თანამშრომლობა. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე საუბარს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ენერგოსისტემა ზამთრისთვის მზადაა
შემდეგი სტატია„ნუ მოჭრი – მორთე“ – ახალი კამპანია იწყება