ზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.63 ლარს აღწევს

აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნული ვალუტა ბაზარზეც უფასურდება. ზოგიერთ კომერციულ ბანკში ეროვნული ვალუტის ფასი უკვე 2.63 ლარს აღწევს.

11:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.63 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“– 2.62 ლარად; „ლიბერთი ბანკში“ – 2.63 ლარად; „ვითიბი ბანკშიც“ 2.63-ად, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარს მომხმარებელი 2.62 ლარად შეიძენს.

ამასთან, 1 აშშ დოლარს კომერციული ბანკები 2.53-2.56 ლარის ფარგლებში ყიდულობენ.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, აქ მომხმარებელი აშშ დოლარს საშუალოდ, 2.60-2.62 ლარის ფარგლებში შეიძენს.

აშშ დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.5352 ლარი ღირს, გუშინდელი კურსით კი, უცხოური ვალუტის ფასი 2.5311 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიწმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს ენერგოსისტემა ზამთრისთვის მზადაა