საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა.
”ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განელება და სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს მოსაზრება კრიტიკის ქარ-ცეცხლს იწვევდა და იწვევს, მე ამ გზიდან არასოდეს გადამიხვევია და არც გადავუხვევ, ვინაიდან, სწორედ ეროვნული თანხმობა არის გზა ღირსეული მომავლისკენ.
პირველივე დღეს განვაცხადე და სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს, მოინანიოს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.