,,ჯობდა, მთავრობას რობი უილიამსის ნაცვლად ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა”

news
ავტ.: news მაისი 30, 2016 13:33

,,ჯობდა, მთავრობას რობი უილიამსის ნაცვლად ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა”

მნიშვნელოვანი

  • მთავრობას სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდა, ალბათ ჯობდა, ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

სხვა სტატიები

მთავრობას სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდა, ალბათ ჯობდა, ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
დეპუტატის მოსაზრებით, ალბათ მმართველ გუნდს სურდა, რომ მომღერალ რობი უილიამსის კონცერტი აქტივში ჩაეწერა.
მისივე თქმით, რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მთავრობას დაემატა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ხმები დაკარგა.
”ალბათ, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა, მაგრამ თუნდაც ერთი უკანალის ჩვენებით ამდენი მილიონი უკუღმა შემოუტრიალდა. რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მათ დაემატათ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ხმები დააკარგინა. სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდათ, ალბათ, ჯობდა ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანათ. მართალია, იქ ლგბტ-ების ხმები შესაძლოა დაეკარგათ, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ვაჟკაცების (აგერ, ოპერატორები რომ დგანან) ხმებს ნამდვილად მოიპოვებდნენ”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა და დასძინა, რომ ათეული მილიონი ”ასეთი იაფფასიანი შოუების მოსაწყობად ნამდვილად არ ღირდა”.
მომღერალ რობი უილიამსის კონცერტი თბილისში, დინამო არენაზე 27 ივნისს გაიმართა.

news
ავტ.: news მაისი 30, 2016 13:33

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics