„საქართველოს დარაჯი“ – ამ სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი, თბილისში გამოჩნდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 10:24

„საქართველოს დარაჯი“ – ამ სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი, თბილისში გამოჩნდა

„საქართველოს დარაჯი“ – ამ სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი, თბილისში გამოჩნდა. ჯგუფის მიზნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს.

უწყებამ გამოძიება უკანონო ფორმირებების შექმნის მუხლით დაიწყო.

თბილისში “საქართველოს დარაჯის” გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო კადრების საშუალებით გახდა.

ფეისბუქ-მომხმარებელი ჰყვება, რომ “საქართველოს დარაჯის” წევრები აღმაშენებლის გამზირზე ჯარისკაცის შარვლებით, შავი მაისურებით მოძრაობენ, აჩერებენ ტურისტებს და პასპორტებს სთხოვენ.

ეკითხებიან საიდან არის და რისთვის არის ჩამოსული. დაინტერესება ძირითადად ირანელებით, არაბებით ხდება. ე.წ. „საქართველოს დარაჯის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ არალეგალებს ეძებენ და მათ ებრძვიან.

„ორი ადამიანი დადის, აკვირდება უცხოელ ადამიანებს. მიდის მათთან, დაძაბულად ელაპარაკება და საბუთებს სთხოვს. აგვიხსნა, რომ ის ასუფთავებდა ქალაქს არალეგალებისგან. მანქანაც კი ჰყავდა, რომელსაც ინგლისური და ქართული ასოებით ეწერა – საქართველოს დარაჯი,“-აცხადებს ბლოგერი ნინა ქიქავა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics