საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

კრეატიული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 12 მაისს დასრულდება. აპლიკაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 2019 წელს დაფუძნდა, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკისა და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება – ისწავლონ კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, მიიღონ საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებთან, ბრენდებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, შექმნან პორტფოლიო, რომელიც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 2019 წლიდან ჩვენ Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დავაფუძნეთ. პროექტის ფარგლებში, კრეატიულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ სარეკლამო ინდუსტრიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით. თავდაპირველად, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მიღება 2020 წელს გამოცხადდა, დღემდე კი მას უკვე ოთხი გამარჯვებული ჰყავს. ყოველწლიურად იზრდება პროექტისადმი დაინტერესება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. გვჯერა, რომ ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ კრეატიულ და საინტერესო ახალგაზრდას აღმოვაჩენთ“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების მცელობის საქმეებზე ბრალი უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარუდგინეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს პრობლემაში გასარკვევად 10 დღეს სთხოვს