ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს პრობლემაში გასარკვევად 10 დღეს სთხოვს

ჯანდაცვის მინისტრი ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს დროის მიცემას სთხოვს. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაზე მისულ პაციენტებს პრობლემაში გასარკვევად 10 დღე სთხოვა. ონკოპაციენტები ამბობენ, რომ დრო მათ წინააღმდეგ მოქმედებს.

ონკოპაციენტების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთ-უკრაინის ომზე პაპის განცხადებას ვატიკანი განმარტავს