ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების მცელობის საქმეებზე ბრალი უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების მცელობის საქმეებზე ბრალი უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარუდგინეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 266,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს. პროკურატურა წერს, რომ მისი ნაწილი – 260,1 გრამი სამართალდამცავებმა 8 მარტს ბათუმში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

“6,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება შსს-ს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა განთავსებული. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ასევე სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთები ამოიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ის 8 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მცდელობის მუხლით წარედგინა, რაც 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ადასტურებს უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო