საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება

31 დეკემბრამდე 600 000 ათასი მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა – ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც 2000 ლარამდე დავალიანება აქვთ და შავ სიაში არიან, ეს ვალი გაუნულდებათ. ვალების განულება 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

„შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია, 600 000 მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების დავალიანებაზე, რომელიც ჯამში შეადგენს მილიარდნახევრიან ვალს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მომხმარებელს. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს.

600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს,“- განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, შეთანხმება კერძო ბანკებთან უკვე მიღწეულია, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბანკ “ქართუს”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას“
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : საფინანსო ინსტიტუტების ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება