საქართველოს КГБ-შნიკური საპატრიარქო – ეს არის კასტა, რომელსაც ისეთივე საერთო აქვს ქრისტესთან, როგორიც მაო ძედუნს – დავით გურამიშვილთან!

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იმ ფონზე, როცა შექმნილ პანდემიურ სამყაროში, უკლებლივ ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესია ადამიანებს დაუცხრომლად და უწყვეტ რეჟიმში ეხმარება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია, რომელსაც მთლიანი კოვიდპერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ გაუმართავს საქველმოქმედო ხასიათის აქცია და ფაქტობრივად არავის არ დახმარებია არც ფინანსურად და არც სურსათით! რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ყოველივეს, თუ არა სატანური სიხარბე და უგრძნობელობა! ამას დავუმატოთ ეპისკოპატის ფუფუნებაში ტკბობა და მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) სამარცხვინო ჯამბაზობა, მასხრობა და სიშლეგე, რაც აბსოლუტურად გამცდარია მორალური სტანდარტების ყოველგვარ სივრცეს…
ამდენად, საქართველოს КГБ-შნიკური საპატრიარქო – ეს არის კასტა, რომელსაც ისეთივე საერთო აქვს ქრისტესთან, როგორიც მაო ძედუნს – დავით გურამიშვილთან!
ბიბლია, სწორედ ამგვარ მდგომარეობაზე ამბობს: “მთელი დიდება თქვენ გებოძათ და აღსრულდა დაწერილი: ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით, და დაივიწყეთ ღმერთი” (II რჯ. 32,15).

თეოლოგი
გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია : კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი