თამარ გაბუნია : კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის ვერ ისაუბრებს რომელიმე მხრიდან გადაცდომაზე, ვიდრე არ იქნება კონკრეტული საფუძველი,

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა. რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის. მე დღეს უბრალოდ არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარეს ვისაუბრო გარკვეულ გადაცდომაზე. რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს”
შემდეგი სტატიასაქართველოს КГБ-შნიკური საპატრიარქო – ეს არის კასტა, რომელსაც ისეთივე საერთო აქვს ქრისტესთან, როგორიც მაო ძედუნს – დავით გურამიშვილთან!