“საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, ის არის დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით ლიდერი ქვეყანა “

საპარლამენტო არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, ის არის დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით ლიდერი ქვეყანა ამ რეგიონში, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაოლო ალიმ განაცხდა.

მისივე თქმით, საქართველოში გუშინ ძალიან კონკურენტული არჩევნები გაიმართა.

“ეს არის საქართველოს ათასობით მოქალაქის ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს და ანგარიშები არჩევნებს, რომ არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები საარჩევნო გარემოს კუთხით, ასევე ჰქონდა ადგილი ძალადობის დაუშვებელ შემთხვევებს, რაზეც ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს. თუმცა ზოგადი სურათი ნათელია – საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი – ის არის დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით ლიდერი ქვეყანა ამ რეგიონში. არჩევნების ამგვარად გამართვა ძალიან დიდ იმედს გვაძლევს და გვამხნევებს ჩვენ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აქვე მინდა ღრმა წუხილი გამოვთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ჩატარებულა. ჩვენ ველით თანამშრომლობის გაგრძელებას, რომ პარტნიორებთან ერთად გავიზიაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ხედვა. ამის მიზანი არის, რომ შემდეგი წლის მაისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართოს და აქვე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს მათი ძალისხმევისთვის, რაც მათ ჩვენი საერთო ფასეულობებისადმი გამოიჩინეს”, – განაცხადა პაოლო ალიმ.

banner
წინა სტატიაშიგორში, ორივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება
შემდეგი სტატია“არჩევნები არის გაყალბებული” – “ნაციონალური მოძრაობა” კონსულტაციების შემდეგ საკუთარ გეგმაზე ისაუბრებს