“არჩევნები არის გაყალბებული” – “ნაციონალური მოძრაობა” კონსულტაციების შემდეგ საკუთარ გეგმაზე ისაუბრებს

ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საკუთარ გეგმას და შემდგომ ნაბიჯებს საზოგადოებას კონსულტაციის შემდეგ აცნობებს. ისინი ელოდებიან რეგიონებიდან ლიდერებს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ნიკა მელიას თქმით, არჩევნები არის გაყალბებული ყველა მიმართულებით, “დარბევებით დაწყებული, ყუთების გატაცებით, კომისიის წევრების მოტაცებებით.”

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს მხარდამჭერებს, რომლებმაც საარჩევნო უბნები არ დატოვეს.

გიგა ბოკერიას თქმით, არ იყო თანასწორი საარჩევნო პირობები.

„ეს იყო უტიფრად დაშინების, ნების გატეხვის მცდელობის გზით ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება, გვაქვს 500 ათასამდე ხმა, რისი დაცვაც შევძელით,“- განაცხადა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების თქმით, შემდგომი ნაბიჯები კონსულტაციებს საჭიროებს.

სერგო რატიანის თქმით, საარჩევნო გარემო იყო უმძიმესი.

„უკანსაკნელი წვეთი იყო უსინდისობისა და უტიფრობისა, ივანიშვილმა დაწერა შედეგები და ცესკოს სახელით მოსახლეობას გამოუცხადა, ეს შედეგები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, ის არის დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით ლიდერი ქვეყანა “
შემდეგი სტატია“არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას”- ლევან ვარშალომიძე არჩევნების შედეგებს აფასებს