დღეს, პირველ მაისს, პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 17:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ვიკრიბებით – დღეს, 5 საათიდან, პარლამენტის უკან – წერენ ორგანიზატორები.
ამ წუთებში პარლამენტი აგრძელებს რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვას.