რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა – მედიაომბუდსმენი

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა.

28 აპრილიდან – 01 მაისამდე პერიოდში:

სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV პირველის ოპერატორს, ნიკო კოკაიას;
სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა “პუბლიკას” – ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს;
სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა TV პირველის ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს. ასევე, ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს;
სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა “აი, ფაქტის” ჟურნალისტ რობი ზარიძეს;
თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბების ჟურნალისტი, გიგა გელხვიიძე.
როგორც მედიაომბუდსმენი ამბობს, ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

“ორგანიზაცია 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას. 2023 წლის მარტიდან კი მედიის მხარდასაჭერად 21 საქმეს აწარმოებს. არა რუსულ კანონს!,” – წერს მედიაომბუდსმენი.

banner
წინა სტატიაშიმიქანაძე – პროტესტის ფორმა მშვიდობიანი გამოხატულებით ყოველთვის დაცულია, პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას
შემდეგი სტატია“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” – 17:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია გაიმართება