გორში, ორივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება

გორის 41-ე და 42-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ხმის დათვლის პროცედურები დასრულდა. ორივე ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.

ქალაქ გორში არჩევნებზე 25 655 ამომრჩეველი მივიდა. “ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ ხმების 33,5%, ირაკლი ალასანიამ (თავისუფალი დემოკრატები) -19,6%, ირაკლი ოქრუაშვილმა (დამოუკიდებელი კანდიდატი) 17,4%, ხოლო ალექსი გოგლიძემ (“ნაციონალური მოძრაობა”) 15,9% მიიღო.

რაც შეეხება გორის რაიონს, “ქართული ოცნების” კანდიდატმა თენგიზ ხუბულურმა ხმების 41,79%, ხოლო ბადრი ბასიშვილმა “ნაციონალური მოძრაობიდან” 24,9% მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 53% შეადგინა.

მეორე ტური გორის რაიონში მათ შორის გაიმართება.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ კომისია ამჟამად სამ საჩივარს განიხილავს. ერთი საჩივარი საია-ს დამკვირვებელმა, ხოლო ორი “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა დაწერა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური ჩატარდება
შემდეგი სტატია“საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, ის არის დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით ლიდერი ქვეყანა “