საქართველო-რუსეთს შორის დავა ჰააგის სასამართლოში – ენმ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს

კომიტეტებში მისვლაზე უარის თქმის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.

ოპოზიციას მინისტრებთან შეკითხვები ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დავის შესახებ აქვს.

დეპუტატებს აინტერესებთ, როგორ იცავს ქვეყანა საკუთარ ინტერესებს და რა მტკიცებულებები წარადგინა ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ.

თეა წულუკიანისა და დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებებს სამინისტროებში „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გადააგზავნის.

„ჩვენი შეკითხვები იქნება თუ რა ნაბიჯები განახორციელა გასული წლების მანძილზე ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად ჰააგაში. მონაწილეობს თუ არა ჩვენი წარმომადგენელი შესაბამის შეხვედრებში და მოვითხოვთ ამ ყველაფრის დოკუმენტებით გამყარებას,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძარცვა თბილისში – კლიენტმა ტაქსის მძღოლის მანქანა გაიტაცა
შემდეგი სტატიაცრუ ინფორმაცია – საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ საკონსულო აღრიცხვისას ემიგრანტებს პრობლემები არ ექმნებათ