ცრუ ინფორმაცია – საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ საკონსულო აღრიცხვისას ემიგრანტებს პრობლემები არ ექმნებათ

საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს უარყოფს.

საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდიამტკიცებს, რომ ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვისას პრობლემები არ ჰქონიათ.

ვლადიმერ კონსტანტინიდი გარკვეულ ჯგუფებს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოქალაქეთა რეგისტრაციის ხარვეზების შესახებ სიცრუეა.

„უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით მოქალაქეთა აქტიურობა უპრეცედენტოა დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში. ტენდენციური ხასიათი მიიღო, ცალკეული პირების მხრიდან ცრუ ინფორმაციის, კომენტარების თუ ვიდეო მასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეების საუბრობდნენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესის და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვებზე. მსგავსი ინფორმაციის მომრავლება ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს,“ – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთს შორის დავა ჰააგის სასამართლოში – ენმ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – მიუღებელია ნეგატიურად განვითარებული წინასაარჩევნო კამპანია, სიძულვილის ენა და მუქარები