ძარცვა თბილისში – კლიენტმა ტაქსის მძღოლის მანქანა გაიტაცა

Crime Scene

ძარცვა თბილისში – ტაქსის მძღოლის მანქანა კლიენტმა გაიტაცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა.

„ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, უბრალოდ გაიტაცა, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გაიტაცა,“ – აღნიშნა დაზარალებულმა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედნიდან გატაცებული ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ნახა.

სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 178-ე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისიცოცხლის მოსპობის მუქარა – ომბუდსმენის გამოკითხვა შსს-ში 3 საათს გაგრძელდა
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთს შორის დავა ჰააგის სასამართლოში – ენმ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს