საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება-აშშ-ში საქართველოს ელჩი

„რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება. ამავდროულად, საქართველო ინტენსიურად იყენებს ყველა საშუალებას ომის შედეგებითა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგებისთვის. ამის მაგალითია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“ -ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთანთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში სახელწოდებით, „Cold Peace: Ten Years after the Russia-Georgia War – Assessing the Impact on European Security“ მიიღო მონაწილეობა.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებით ადგილნაცვალ პირად და ლტოლვილად აქცია, რომელთაც დღემდე არ ეძლევათ საშუალება ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლში. მან ასევე განიხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე გავრცელებული ძალადობის ცხადი მაგალითები.

დისკუსია „ამერიკის ხმის“ მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს ელჩთან ერთად, პანელზე სიტყვით წარდგნენ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში 2008-09 კურტ უოკერი და აშშ-ის ეროვნული ინტერესის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სანდერსი.

banner
წინა სტატიაში,,გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მაჩალიკაშვილის დაკითხვა”
შემდეგი სტატია,,უნდა შევქმნათ მექანიზმი,რითაც ვაიძულებთ ,,ქართულ ოცნებას” ხელი აიღონ გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბებაზე