,,უნდა შევქმნათ მექანიზმი,რითაც ვაიძულებთ ,,ქართულ ოცნებას” ხელი აიღონ გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბებაზე

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე დიპლომატებთან „ქართული ოცნების“ დავალებით არჩევნების გაყალბების მზადებაზე ისაუბრა.

გიორგი ვაშაძე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს ნეპოტიზმის ნიშნების გამოკვეთაზე საუბრობს და მაგალითად თელავის საოლქო საარჩევნო კომისია მოჰყავს, სადაც ვაშაძის თქმით, კომისიის წევრად ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მაზლის ცოლი დანიშნა.

„რამდენიმე კონკრეტული თხოვნა გვქონდა, რომ უნდა შევქნათ საერთო მექანიზმი, რითაც ჩვენ ვაიძულებთ “ქართულ ოცნებას” და თამარ ჟვანიას, რომ ხელი აიღონ ამ გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბებაზე. პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების დრო მოდის და არ შეიძლება დავუშვათ, რომ პროფესიულ ნაწილში ასე ცოლები დანიშნონ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის წევრები გეგმავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე დიპლომატების გარდა, ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიაწოდონ

banner
წინა სტატიაშისაქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება-აშშ-ში საქართველოს ელჩი
შემდეგი სტატიახელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს-მალხაზ მაჩალიკაშვილი