,,გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მაჩალიკაშვილის დაკითხვა”

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას გაუგებარს უწოდებს.
როგორც ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, მაჩალიკაშვილი დაბარებულია ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე, რაზეც უკვე რიგი პირების მიმართ განაჩენია დამდგარი. მაჩალიკაშვილის გამოკითხვა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

,,მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს, კიდევ ერთხელ ,დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ის დაიკითხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. როგორც იცით, ამ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ უკვე დადგა განაჩენი. როგორც განგვიმარტა საგამოძიებო ორგანომ, საქმის გარკვეული ნაწილი გამოყოფილია და კვლავ მიმდინარეობს გამოძიება გარკვეული პირების მიმართ და შესაბამისად, ამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება ბატონი მალხაზი. ბუნებრივია, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ამდენი ხნის შემდეგ მისი დაკითხვა საჭირო. მითუმეტეს, გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და გარკვეული პირების მიმართ განაჩენი უკვე დამდგარია”, – განაცხადა ჩუთლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე სხვა საქმეზეც იმყოფებოდა, რაც სუს-სთან თავის აფეთქების შესახებ მის განცხადებას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა იტალიის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატიასაქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება-აშშ-ში საქართველოს ელჩი