საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტურ რეჟიმებს ემსგავსება

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა იმ საშინელი ფილმით, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ, ცენტრალური აზიის დესპოტურ რეჟიმებს ემსგავსება.

ტოომას ილვესის თქმით, საქართველოს მთავრობას არ ადარდებს არც დასავლური, არც ევროპული და აღარც ქართული სტანდარტები.

“საქართველო მსგავსი ინციდენტებით და საშინელი ფილმით, რომელშიც ჩანს მიხეილ სააკაშვილისადმი სასტიკი მოპყრობა, ცენტრალური აზიის დესპოტიების გათელილ გზას ადგას. მათ არ ადარდებთ დასავლური და ევროპული სტანდარტები და ცხადია, რომ აღარც ქართული. ეს საქართველოს არჩევნია.მაგრამ მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ქვეყანაში, რომელიც ადრე იყო მნიშვნელოვანი ევროპული გამონაკლისი აზიურ დესპოტიზმებს შორის. როცა ირჩევენ “სტანის” გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში?” , –  წერს ტოომას ილვესი ტვიტერზე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
შემდეგი სტატიაპავილიონისი: ეს ევროპაში ხდება?