პავილიონისი: ეს ევროპაში ხდება?

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ევროპელ და ლიეტუველ პარლამენტარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ.

პავილიონისის თქმით, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად, სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის სანახავად ქვეყანაში ჩამოვიდა ლიეტუვის სეიმის წევრი და საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფის თავმჯდომარე – რაიმუნდას ლოპატა და ასევე ლიეტუვის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატი – ვილია თარგამაძე.

“საქართველოს მმართველებმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს ანა ფოტიგას – პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ევროპარლამენტის კონსერვატორ მინისტრს, ასევე ლიეტუვის სეიმის წევრ რაიმუნდას ლოპატასა და სოციალ-დემოკრატ – ვილია თარგამაძეს. ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში, რათა შეხვედროდნენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს. ეს ევროპაში ხდება?“ – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი

წინა სტატიაშისაქართველო ცენტრალური აზიის დესპოტურ რეჟიმებს ემსგავსება
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები