საქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჯამალაშვილის პროცესია ჩანიშნული

ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით დღეს მორიგი პროცესია ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში. საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილს და კიდევ რამდენიმე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მხარეები დღეს შესავალი სიტყვით წარდგებიან. ჯამალაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებს.

მანამდე ადვოკატები პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობის მისაღებად ბრალდებულზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ამბასადორიალი გაიმართება
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს