თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე უახლოეს დღეებში ახალ თანამდებობაზე დაინიშნება.

როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.

“გუშინ მე და ქალბატონი თამარი საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. ლაპარაკია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე, რომელიც არის განათლების სამინისტროს და მთლიანად განათლების სისტემის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი უწყება. ამ უწყებას ქალბატონი თამარი ჩაუდგება სათავეში უკვე ამ დღეებში. ახლა ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც ცნობილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დღემდე მინისტრის ერთ–ერთი მოადგილე გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობს. თამარ სანიკიძის დანიშვნის შემდეგ შარვაშიძე მინისტრის მოადგილის საქმიანობას განაგრძობს.

ამ ეტაპზე თამარ სანიკიძე ოფიციალურად დანიშნული არ არის. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს განათლების მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ–მინისტრის თანხმობით.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჯამალაშვილის პროცესია ჩანიშნული
შემდეგი სტატიაუფლებადამცველები თურქეთის ხელისუფლებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილების წამებაში ადანაშაულებენ