საპროტესტო აქცია დუშეთში და ფიზიკური ანგარიშსწორება ენმ-ს წევრზე

საქართველოში პლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, როგორც იტყვიან, ახალი ხილი არ არის. ოპონენტებს ფიზიკურად თუ ფსიქოლოგურად წინა და იმის წინა, ესე იგი, შევარდნაძისა და საკაშვილის ხელისუფლების დროსაც უსწორდებოდნენ, მაგრამ ამ მეთოდმა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, აღმაფრენა 2012 წლის, ანუ მას შემდეგ განიცადა, რაც მთავრობაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. არადა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოპოზიციაში იყვნენ, „ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ და, სხვათა შორის, ახლაც აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი საზურნავი ადამიანია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ ხოლმე, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებსო. დიახ, ამ წლების განმავლობაში, „ოცნების“ მხარდამერები ფიზიკურად არაერთ იმ პიროვნებას გაუსწორდნენ, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. ფაქტებით გინდათ, კი ბატონო, აი, ერთი ფაქტიც, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, კერძოდ, 2018 წლის ზამთარში მოხდა, თუმცა მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2013-ში „ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი ზარ-ზეიმით წარადგინა, მაგრამ პოლიტიკაში, რეალური ცხოვრებისა არ იყოს, იმედი ყოველთვის არ მართლდება და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – მარგველაშვილი ნელ-ნელა „ოცნებას“ გაემიჯნა და ახლა, როცა პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, მმართველ გუნდს ღიად უპირისპირდება.
ისე, ვერ ვიტყვით, რომ მარგველაშვილი ზვიად გამსახურდიას, ან მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საერთო სახალხო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ დუშეთის მუნიციპალიტეტში გარკვეული ავტორიტეტი აქვს, რაც გასაკვირი არ არის – ადგილობრივ მოსხლეობას მოსწონს, რომ პრეზიდენტი მისიანი, ანუ დუშელია, თუმცა სამხარეო ადმინისტრაცია ამ დეტალს ანგარიშს არ უწევს და, როგორც ცენტრში, ასევე, ამ მხარეშიც პრეზიდენტი მარგველაშვილი მიუღებელია.
ამ შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებას მთავარი ოპიზიციური ძალა პოლიტიკურად კარგად იყენებს – იმისთვის, რომ „ოცნების“ უნიათობასა თუ „კლანური მმართველობას“ ხაზი კიდევ ერთხელ გაესვას, საპროტესტო აქცია დაანონსა, რომელიც 2018 წლის 25 თებერვალს, ქალაქ დუშეთში, გაგეობის შენობის წინ, გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების პოლიტიკა კიდევ ერთხელ გაპროტესტეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის ოფისის აქტიური წევრი, ვალერი მჭედლიშვილია. ვალერის რაიონში კარგად იცნობენ და პატივსაც სცემენ. ვალერი ძიუდოისტია და ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია, რომ მოსახლეობა პატივს სცემდეს. ვალერი მჭედლიშვილი აქციაზე, როგორც ორატორი, მაინცდამაინც არ აქტიურობდა და არც აქცია იყო ხალმხრავალი – ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ ასამდე ადამიანმა შეძლო, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ვალერის გარეშე საპროტესტო მუხტი არ აიწეოდა.
ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ აქციის დამთავრების შემდეგ, გვიან ღამით, მჭედლიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ დრომდე „თაიმერი“ ვალერი მჭედლიშვილს   ვერ უკავშირდება. ის  არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს პასუხობს. ჩვენი კორესპონდენტი   თავდასხმის დეტალებს  შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

მანამდე იმის თქმა შეიძლება, რომ ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, დემოკრატიაზე საუბარი, უბრალოდ, ზედმეტია! 

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში გაიმართა
შემდეგი სტატიაNokia-მ საკულტო “ტელეფონი-ბანანი” 8110 ხელახლა გამოუშვა