Nokia-მ საკულტო “ტელეფონი-ბანანი” 8110 ხელახლა გამოუშვა

კომპანია HMD Global-მა საკულტო ნოკია 8110-ის ახალი ვერსია წარმოადგინა – ბარსელონაში გამართულ გამოფენაზე იქნა ნაჩვენები. ნოკია 8110 თავდაპირველად 1997 წელს გამოვიდა და ის ფილმ “მატრიცაშია” გამოყენებული. მობილურ ტელეფონს თავისი ფორმის გამო “ბანანის” შეარქვეს. ტელეფონის ახალ ვერსიას 320х240-იანი და 2,4 დიუმიანი ეკრანი აქვს, ორმეგაპიქსელიანი კამერა და მეხსიერება 4 გიგაბაიტი. მისი ელემენტები 25 დღე მუშაობს, ფასი 80 ევრო იქნება და გაყიდვაში მაისის ბოლოს გამოჩნდება.

გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა Nokia 6, 7 Plus-ისა და 1–ის ახალი ვერსიები, ყველა მათგანი Android One-ზე მუშაობს.
HMD Global-ის მნიშვნელოვანი პროექტი კი Nokia 8 Sirocco-ოა, რომელიც წარმოდგენილ სმარტფონებს შორის ყველაზე ძვირი, 750 ევრო ეღირება. ეს უკანასკნელი გაყიდვაში აპრილის ბოლოდან ჩაეშვება.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია დუშეთში და ფიზიკური ანგარიშსწორება ენმ-ს წევრზე
შემდეგი სტატიაევროკავშირი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია