მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში გაიმართა

მოსკოვში “ნემცოვის მარში” გაიმართა. “პუტინი ქურდია” და “ეს ჩვენი ქვეყანაა”, – მსვლელობისას დემონსტრანტები ამ შინაარსის შეძახილებს სკანდირებდნენ.

დემონსტრაციის განმავლობაში, მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, დროებით უნდა შეჩერდეს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია დუშეთში და ფიზიკური ანგარიშსწორება ენმ-ს წევრზე