საპრეზიდენტო აჩევნებში ხმას გიორგი მარგველაშვილს 10.5% – დავით ბაქრაძეს 9.1% მისცემდა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

გერმანულ ამერიკული კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ხმას გამოკითხულთა 10.5% მისცემდა.

კითხვაზე: შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

გიორგი მარგველაშვილი 10.5%

დავით ბაქრაძე 9.1%

მიხეილ სააკაშვილი 6.9%

გამოკითხულთა 4.8% ხმას ირაკლი ალასანიას მისცემდა.

პაატა ბურჭულაძეს 3.6%, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმას 3.0% მისცემდა.

გერმანულმა კომპანია GFK-ამ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კვლევა 2-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2200 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

banner
წინა სტატიაშიხვალ, რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას? – GFK-ს კვლევის შედეგები
შემდეგი სტატიაGFK-ს კვლევა – მოსახლეობის 47.4 % მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს