GFK-ს კვლევა – მოსახლეობის 47.4 % მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

გერმანული კომპანიამ GFK-იმ, რუსთავი 2 -ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვლიეს.

შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 47.4 % მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილებს და უმუშევრობას ასახელებს.

გამოკითხულთა 13 % დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობის პრობელმას 11 %, პენსიებს – 7.6 %, ჯანდაცვის პრობლემაზე მოსახლეობის – 5.9% საუბრობს, ხოლო ფასების ზრდა მოსახლეობის – 4.6 % აწუხებს.

სოციოლოგიური კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 ათას 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი – 2.1%-ია.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო აჩევნებში ხმას გიორგი მარგველაშვილს 10.5% – დავით ბაქრაძეს 9.1% მისცემდა
შემდეგი სტატიაზეწოლა-მუქარა, ფიზიკური დაპირისპირება და სხვა დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში-ISFED-ის ანგარიში