ხვალ, რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას? – GFK-ს კვლევის შედეგები

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები. გერმანულმა კომპანია GFK-ამ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას -შედეგები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება 25.8%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 25.5%

სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძე 6.9%

ლეიბორისტული პარტია 3.7%

თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანია 2.9%

პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი 1.6%

ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა 1.4%

რესპუბლიკური პარტია 0.5%

პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.4%

ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე 0.4%

არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%

ჩატარებული გამოკითხვისას უარი პასუხზე 7.7%-მა განაცხადა.

მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია 19.0%

კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით მთელი საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა. გერმანულ ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

კვლევის შედეგებს სრულად დღეს საღამოს 22:00 საათზე გიორგი გაბუნია, გადაცემა არჩევანში წარადგენს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” 35.9 – “ნაციონალური მოძრაობა” 34.2 – GFK კვლევის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო აჩევნებში ხმას გიორგი მარგველაშვილს 10.5% – დავით ბაქრაძეს 9.1% მისცემდა