საფრანგეთში ქალაქის მერი, რომელიც გაუპატიურებისთვის ციხეში ზის, ქალაქის მართვას ციხიდან აგრძელებს

მერი ქალაქს ციიდან მართავს

საფრანგეთის ქალაქ დრავეიში (Draveil) ქალაქის მერი, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით თავისუფლება აღუკვეთეს და სასჯელს ციხეში იხდის, ქალაქის ხელმძღვანელობას გისოსებიდან განაგრძობს. სასამართლომ 63 წლის ჟორჟ ტრონს უფლება მისცა საკუთარი ქალაქი ციხიდან მართოს.

სამშაბათს, ადგილობრივმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს მოთხოვნით, ტრონი მერობიდან გადააყენონ. კოლექტივის “არც დრევეიში არც სხვაგან” მოძრაობის წევრები ქათმის ნიღბებით გამოცხადდნენ აქციაზე. ისინი ადგილობრივ პოლიტიკოსებს გაუბედაობაში ადანაშაულებენ -ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ტრონის საქმე დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, მაშინ ის ორი ყოფილი თანამშრომლის გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო იძულებული გახდა უმცროსი მინისტრის პოსტი დაეტოვებინა. თუმცა, შემდეგ ის სასამართლომ გაამართლა. მიმდინარე წლის თებერვალში მას იგივე საქმეზე ხუთწლიანი სასაჯელი მიუსაჯეს, აქედან ორი წელი პირობითია. ასევე, მას 6 წლის მანძილზე საჯარო სამსახურში ყოფნა აეკრძალა. საქმე იმაშია, რომ ჩინოვნიკის ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მერი უდანაშაულოდ ითვლება.
ტრონი თებერვლიდან ციხეში ზის, თუმცა, საქალაქო საბჭოს შეხვედრებს თავმჯდომარეობს.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: ვაქცინაცია ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ დაიწყო და მხოლოდ 14 ადამიანი აიცრა
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აფხაზეთში საფუძვლად პოლიტიკა უდევს