საფრანგეთში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი

საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა გრძელდება. მოსახლეობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.

წუხელ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მაშინ, როდესაც მომიტინგეები პიროტექნიკას შენობების მიმართულებით ისროდნენ და ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ. დაკავებულია ათობით ადამიანი.

ფრანგული მედიის ცნობით, პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია სკოლები, გადადებულია ფრენები და არ მუშაობს რკინიგზის 90%. დახურულია ტურისტებისთვის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირშესანიშნაობა, ლუვრის მუზეუმი.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 806.000 ადამიანი გამოვიდა. პროფკავშირები ბევრად მაღალ ციფრს ასახელებენ.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი , ჯუმბერ იზორია გაუპატურებაში ბრალდებულ პოლიციელს ხელს აფარებდა
შემდეგი სტატია(Video)„ქართული ოცნების“ პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს