ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი , ჯუმბერ იზორია გაუპატურებაში ბრალდებულ პოლიციელს ხელს აფარებდა

მთავარი არხის ინფორმაციით, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი, ქართული ოცნების წევრი, ჯუმბერ იზორია გაუპატურებაში ბრალდებულ პოლიციელს ხელს აფარებდა.

იზორია ქართული ოცნების წევრია.

გვიან ღამით ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი, აირი დარსალია დააკავეს. სწორედ დარსალიას ადანაშაულებს ჩხოროწყუელი ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

მსხვერპლი მთავარ არხთან ყვება, რომ პოლიციელმა ტყეში წაიყვანა და იარაღის მუქარით გააუპატიურა.

მისივე თქმით, ჯუმბერ იზორიამ ამის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციელებს მფარველობს, ხელს აფარებს და ახალისებს.

მსხვერპლი მთავარ არხთან ასევე ყვება, რომ ჯუმბერ იზორიას ზეწოლის გამო იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ჯუმბერ იზორიას ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის თანამდებობა 2018 წლის ოქტომბერში დატოვა. მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილ კონტრაბანდულ სიგარეტსა და საწვავს ყიდის.

banner
წინა სტატიაშიშეფასება, რომ “ქართული ოცნებას” პოლიცია პოლიტიზირებული ჰყავს, არ მგონია სწორი იყოს, არაერთი აქცია ვნახეთ, სადაც პოლიცია იქცეოდა პროფესიონალურად
შემდეგი სტატიასაფრანგეთში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი