საფრანგეთმა უკანასკნელი კორონავირუს-შეზღუდვა მოხსნა

დღეს, 30 ივნისს საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებული უკანასკნელი შეზღუდვებიც მოხსნა და ის შეეხო რესტორნებს, ბარებს, კინოთეატრებს, მაღაზიებს, მუზეუმებს, სასტუმროებს, ბიბლიოთეკებს, ეკლესიებს, სპორტულ დარბაზებს და საჯარო სამსახურებს. ღამის კლუბები 9 ივლისიდან გაიხსნება.
დღეიდან სპორტული ღონისძიებების, ფესტივალების და კონცერტების ღია ცის ქვეშ ჩატარება გახდა შესაძლებელი. ამავე დროს, თუკი ათასზე მეტი პირი იკრიბება, მონაწილეები ვალდებული იქნებიან ნეგატიური ტესტი წარმოადგინონ, ან დოკუმენტი, რომელიც ვაქცინის გაკეთებას დაადასტურებს ან იმას, რომ პირმა კორონავირუსი მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ კვირას საფრანგეთში კორონავირუსის 509 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა მოსახლეობის 49,5%-მა ჩაიტარა, დაახლოებით მესამედმა – 31,6%-მა კი ვაქცინაცია დაასრულა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო პასუხი მიტროპოლიტ შიოს და დეკ. მ. ბოტკოველს
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივლისისთვის