საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა France 5-ის ეთერში განაცხადა.

„მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ რომ წარმოედგინათ“, – განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ომის ფასი აუტანელი გახდება რუსეთისთვის.

„პრეზიდენტი პუტინი რაღაც მომენტში დადგება არჩევანის წინაშე: ან მიიღოს რუსეთის ფუნქციონირებისთვის არსებითი შედეგები, ან დაიწყოს მოლაპარაკებები,“- განაცხადა ლე დრიანმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში შეაკავებს პუტინის შემდგომ აგრესიას.

banner
წინა სტატიაშიკიევში, ცენტრალურ მოედანზე ყოველდღე უკრაინის ჰიმნი შესრულდება
შემდეგი სტატიამტერი განზრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას – კლიჩკო