ლონდონი-სინგაპურის რეისზე ძლიერი ტურბულენტობის შედეგად 1 მგზავრი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

ლონდონი-სინგაპურის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. თვითმფრინავი ავარიულად ბანგკოკში დაეშვა. ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

“Singapore Airlines ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ბოდიშს ვიხდით ტრავმული გამოცდილებისთვის, რომელიც განიცადეს ჩვენმა მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ამ რეისზე,” – განაცხადა ავიაკომპანიამ და დაამატა, რომ ისინი, ტაილანდის ხელისუფლებასთან ერთად, ყველა საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად მუშაობენ.

მათივე ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებში გადიან. ბორტზე 211 მგზავრი და 18 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი საქართველოში აღარ ექნება – GEO TEAM-ი
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა