მტერი განზრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას – კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართავს ავრცელებს და ამბობს, რომ მტერი ისევ აქტიურად უტევს კიევს. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოკლეს ქალაქ გოსტომელის თემის ხელმღვანელი, მოსახლოებისთვის საკვებისა და წამლის დარიგების დროს.

“კიევთან სასტიკი ბრძოლა გრძელდება. განსაკუთრებული მრისხანებით მტერი ანადგურებს ბუჩას, გოსტომელს, ვორცელს, ირპინს. განზრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.

გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იური პრილიპკო მოკლეს, როცა ხალხს პურს და წამალს ურიგებდა” – ამბობს კლიჩკო.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაჩვენს დროშაზე სისხლი არ არის, არც სვასტიკები, უკრაინის დროშა არის მიწა. მშვიდობიანი, ოქროსფერი და ტანკების გარეშე – ზელენსკი