შესაძლოა საქართველოს ნაკრებმა საგურამოში დაგეგმილი შეკრების ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრება და მოსამზადებელი ეტაპი ავსტრიაში გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას GEO TEAM-ი წერს.
“ავსტრიაში დაგეგმილი შეკრების შემთხვევაში, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი საქართველოში აღარ ექნება.
ამასთანავე, არ იქნება გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ღია ვარჯიში, რასაც ევროპის ჩემპიონატის წინ ტურნირზე მონაწილე ყველა ნაკრები საკუთარ ქვეყანაში ხშირად აკეთებს.” – GEO TEAM-ი.