კიევში, ცენტრალურ მოედანზე ყოველდღე უკრაინის ჰიმნი შესრულდება

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ყოველდღე 07:00 საათზე და 12:00 საათზე უკრაინის ჰიმნი შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერის მოადგილის თანაშემწის, ნიკოლაი პოვოროზნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, 7 მარტის ღამემ დედაქალაქში მშვიდად ჩაიარა, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ კი, დედაქალაქში სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ზოომაღაზიები გაიხსნა.

„დღეიდან მაიდანზე ამოქმედდება მუსიკალური შადრევნები, სადაც 7:00-ზე და 12:00 საათზე უკრაინის ეროვნული ჰიმნი შესრულდება“, – განაცხადა ნიკოლაი პოვოროზნიკოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა უარს ამბობს რუსეთის შეთავაზებული ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე – “ისინი ყველა მიდის რუსეთისკენ”
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს