საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, 22 მილიარდი ევროს ოდენობით, გაყინა

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები 22 მილიარდი ევროს ოდენობით და სანქციების ქვეშ მოქცეული ფიზიკური პირების ანგარიშები და უძრავი ქონება გაყინა. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა რადიოსადგურ განაცხადა.

„ჩვენ გავყინეთ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები 22 მილიარდი ევროს ოდენობით. ასევე, გავყინეთ ფულადი აქტივები

ფრანგულ დაწესებულებებში ფიზიკური პირების ანგარიშებზე 150 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაიყინა ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უძრავი ქონება, რომელიც 30-მდე რუსს ეკუთვნოდა და დააკავეს ორი დიდი იახტა, რომლის საერთო ღირებულება 150 მილიონი ევროა.

„ჩვენ შევძელით საფრანგეთში რუსი ოლიგარქების 850 მილიონი ევროს ღირებულების აქტივების იდენტიფიცირება და გაყინვა“, – დასძინა ბრუნო ლე მერმა.

მინისტრმა განმარტა, რომ უძრავი ქონების გაყინვა არ გულისხმობს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ გასხვისებას. საუბარია იმაზე, რომ მფლობელებმა ეს ქონება ვერ გაყიდონ და ვერ გამოიყენონ მოგებისთვის.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას არ შეუძლია კომპრომისი “ტერიტორიულ მთლიანობაზე” – ზელენსკი
შემდეგი სტატიაარცერთ მხარეს არ ჰყოფნის ძალა მდგომარეობის რეალურად გარდატეხისთვის – არესტოვიჩი