არცერთ მხარეს არ ჰყოფნის ძალა მდგომარეობის რეალურად გარდატეხისთვის – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, ახლა უკრაინაში ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია.

“ფრონტი ფრაქტიკულად გაყინულია. მიმდინარეობს ტაქტიკური მოქმედებები, იმიტომ რომ არცერთ მხარეს, არც ჩვენ და არც რუსეთს არ ყოფნის ძალა ამა თუ იმ მიმართულებით მდგომარეობის რეალურად გარდატეხისთვის. […] მხარეები აწარმოებენ ტაქტიკურ მოქმედებებს, მიმდინარეობს რეზერვის მობილიზება, [მხარეები] ერთმანეთს დარტყმებს აყენებენ, მაგრამ ჩვენ ამას უკეთ ვაკეთებთ” – თქვა არესტოვიჩმა.

პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განმარტებით, პრაქტიკულად არ არის სარაკეტო თავდასხმები ქალაქებზე და პრაქტიკულად არ მოქმედებს რუსეთის ავიაცია.

“[რუსეთის] საჰაერო ძალებმა ანგარიშიც კი გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს ბოლო 24 საათში. უნდათ, რომ მეტი იყოს” – თქვა არესტოვიჩმა.

ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ უკრაინის ძალით დამარცხების მცდელობები და საკუთარი გარდაცვლილი სამხედროების რიცხვის გაზრდა აირჩია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, 22 მილიარდი ევროს ოდენობით, გაყინა
შემდეგი სტატიაჩინეთს უკრაინის კრიზისის დაძლევის საკუთარი გადაწყვეტა აქვს, რომელიც ძირითადად ორ ასპექტს მოიცავს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი