კრიმპოლმა აქციებთან დაკავშირებით, აქტივისტი ნიკო მანაგაძე დაიბარა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით, აქტივისტი ნიკო მანაგაძე ცენტრალურ კრიმინალური პოლიციაში დაიბარეს. როგორც მანაგაძე წერს, დაწყებულია გამოძიება.

“ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან დამიკავშირდნენ და დამიბარეს, გამომძიებელი ვარ, გამოძიებაა დაწყებული და უნდა მოხვიდეთო.
მეთქი რაზე?

აი ამ აქციების თემაზე, დეტალურად აქ ვერ გეტყვით, რომ მოხვალთ გაგაცნობთო.
გასაოცარი დემოკრატიის მე-12 წელი:)
#თავისუფლებისთვის!” – წერს ნიკო მანაგაძე

banner
წინა სტატიაში18 საათზე პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა; მიუღებელია ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე – თსუ-ს დეკანი