უკრაინას არ შეუძლია კომპრომისი “ტერიტორიულ მთლიანობაზე” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს „კომპრომისები“, რომლებზეც უკრაინა ვერ წავა პუტინთან მოლაპარაკებებში – ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.

ამერიკელმა წამყვანმა უკრაინის ლიდერს რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, კერძოდ, კიევის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე, დონბასში ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობასა და მოსკოვისადმი იმ გარანტიების მიცემაზე, რაც უკრაინის ნატოში წევრობას გამორიცხავს. ამის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არის კომპრომისები, რისთვისაც „ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ ვიქნებით მზად“.

”ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპრომისი და უკრაინელი ხალხი საუბრობდა ამაზე, ისინი არ მიეგებნენ რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიეგებნენ მათ სიმამაცით, ისინი მიეგებნენ მათ იარაღით ხელში“, – დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთს „არ შეუძლია ძალით სხვა ქვეყნის მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვება“.

”თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აიძულოთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი აღიაროს რაიმე ძალის გამოყენებით”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 აპრილამდე გაახანგრძლივა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, 22 მილიარდი ევროს ოდენობით, გაყინა