ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა; მიუღებელია ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე – თსუ-ს დეკანი

თსუ-სთან, “ოცნების” პარტაქტივის დღევანდელი ძალადობის შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით დგას, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს.

საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკაშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი.
მინდა გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, იმ კრიტიკული, პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიიც არიან ჩვენი სამშობლოს მომავალი. მათი ხედვები და მიდგომები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობას.
მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს. ძალადობას არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში.
მე ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს.” წერს ზარანდია

banner
წინა სტატიაშიკრიმპოლმა აქციებთან დაკავშირებით, აქტივისტი ნიკო მანაგაძე დაიბარა
შემდეგი სტატიაჩემი ფაკულტეტიდან დიდი რაოდენობით სტუდენტი იმყოფება აქციაზე და ვერავინ იტყვის, რომ მათ მიმართ ზეწოლა მოვახდინე – ბსუ-ს დეკანი