საფრანგეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას პოულობს – Reuters

დღეს ნავთობის ფასი რეკორდული მატების შემდეგ ისევ დავარდა

დამოუკიდებელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან რუსული ნავთობის შესყიდვის შესაცვლელად, რომელიც შეჩერდება ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის აკრძალვის შემდეგ.

ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა,-წერს Reuters.

“მიდის დისკუსია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ რუსული ნავთობის ალტერნატივა”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთმა უკრაინის “უპრეცედენტო” სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაკადიროვი: ზელენსკის ბოლოჯერ ვაფრთხილებ! ასწიეთ ხელები და გამოდით მოედანზე სიტყვებით: „არ ისროლოთ, ხალხო, მე დავნებდი