საფრანგეთი კიბერშეტევებზე ბრძოლას გააძლიერებს

საფრანგეთის თავდაცვის უწყება კიბერშეტევებისგან დასაცავად ბრძოლის გაძლიერებას აპირებს. საფრანგეთი აშშ-ზე არანაკლებ მომხიბვლელია უცხოური სახელმწიფოებისთვის – თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟან-ივ ლე დრიანმა ყოველკვირეულ Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა 8 იანვარს. შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა საფრანგეთს კიბერშეტევებისგან დაიცვას თავი, ლე დრიანმა უპასუხა: “არა, ცხადია, გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ”.
მისი თქმით, გასულ წელს კიბერუსაფრთხოების სამსახურებმა თავდასხმის 24 ათასი შემთხვევა დააფიქსირეს. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე გაკეთებული სტატისტიკა კი მეტყველებს იმაზე, რომ ყოველწლიურად თავდასხმა თითქმის სამმაგდება.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების კადრები გაორმაგდება.

banner
წინა სტატიაში2016 წელს გერმანაიში 906 ადამიანით მოვაჭრე დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთმა და თურქეთმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს